ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი მიიჩნევს, რომ თუ ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის მიმართულებით ბალისტიკურ რაკეტას გაუშვებს, ამან შეიძლება ომი გამოიწვიოს. აღნიშნულის შესახებ ჯეიმს მეტისმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„თუ ისინი ცეცხლს გაუხსნიან აშშ-ს, ეს ძალიან სწრაფად შეიძლება ომში გადაიზარდოს“, - განაცხადა ჯეიმს მეტისმა.
პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ს ჩრდილოეთ კორეის მიერ გამოშვებული რაკეტის ტრაექტორიის დადგენა წამების განმავლობაში შეუძლია და თუ ცხადი იქნება, რომ რაკეტა გუამისკენ გაშვებულია, ჩრდილოეთ კორეას პასუხი გაეცემა.