დონალდ ტრამპმა შვებულება შეწყვიტა და ვაშინგტონში ბრუნდება

დონალდ ტრამპმა შვებულება შეწყვიტა და ვაშინგტონში ბრუნდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შვებულება შეწყვიტა და „დაძაბული სამუშაო გრაფიკის გამო“, ვაშინგტონში ბრუნდება.

„ვაშინგტონში ვბრუნდები. ბევრი სამუშაოა. ყურადღებას გავამახვილებ სავაჭრო და სამხედრო საკითხებზე“, - დაწერა „ტვიტერის“ პირად გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ 4 აგვისტოს დონალდ ტრამპი 17-დღიან სამუშაო შვებულებაში გავიდა. თეთრი სახლის წარმომადგენელმა მაშინ აღნიშნა, რომ ტრამპი კურორტზე იმუშავებს, ვინაიდან თეთრ სახლში გათბობისა და კონდიცირების სისტემის შეკეთება მიმდინარეობდა.