დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ფაქტების ანალიზი ცხადყოფს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქმედებები შედეგით უმრავლეს შემთხვევებში სწორედ რუსეთის ინტერესებისა და მათი სპეცსამსახურების ხელწერის გამტარებელი იყო.
"ფაქტების ანალიზი ცხადყოფს რომ ექსპრეზიდენტის სააკაშვილის ქმედებები შედეგით უმრავლეს შემთხვევებში სწორედ რუსეთის ინტერესებისა და მათი სპეცსამსახურების ხელწერის გამტარებელი იყო. მოდელირებული ქრონიკები და მოდელირებული ჩანაწერები_ ეს სწორედაც რომ მიმართული იყო საქართველოს ინტერესების საზიანოდ. სააკაშვილს ბრალი 4 უმძიმესი ბრალდებით აქვს წარდგენილი და მარტლმსაჯულება მას ელოდება. ამ პროცესს კანონის მოთხოვნებით მივყვებით.
შესაბამისი უწყებები სწორედ ამით არიან დაკავებულნი. მე ვერ განვიხილაც მოდელირებულ საუბარს სერიოზულად და არ მჯერა რომ ამას საერთო აქვს რეალობასთან. ჩვენ ვქმნით სისტემას სადაც არა პიროვნებები წყვეტენ კანონი ვის მიმართ გავრცელდეს არამედ ვქმნით გარანტიებს რომ კამონის წინაშე ყველა პირის თანასწორობა იყოს უზრუნვეყოფილი", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ეს არაა პოლიტიკური დევნა. ეს არის სამართლის აღსრულება და უამრავი დაზარალებული ადამიანისთბის პასუხის გაცემა.