შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი რომან გვენცაძე გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი წერეთელი ავრცელებს.

"ძალიან ცუდი ამბავი მოხდა! გარდაიცვალა საქართველოს პოლიციის ერთ. ერთი სიმბოლო, გამბედაობითა და კეთილშობილებით გამორჩეული რომან გვენცაძე, მართლაც ძალიან კარგი ქართველი. საშინლად დამწყდა გული. რომან გვენცაძეს ურთიერთობები ეროვნულ მოძრაობასთან მთელი ეპოპეაა. ეჰ მუხდალო და დაუნდობელო წუთისოფელო! გამოვთქვამ ჩემს დიდ გულისტკივილს! რომან გვენცაძის გარდაცვალებას ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მთელს ქართულ პოლიციას, მიუხედავად თაობებისა. მიმაჩნია ბოლოჟამინდელი ხელისუფალნი დაუმსახურებლად უყურადღებოდ ეპყრობოდნენ რომან გვენცაძეს! კიდე ერთი კოლორიტი და ღირსეული კაცი დააკლდა საქართველოს. ღმერთმა აცხოვნოს და განანათლოს რომანი და მისი სული! დიდება უფალს!", - წერს ირაკლი წერეთელი.

ცნობისთვის, რომან გვენცაძე 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 1945 წელს დაიბადა. იყო თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე (1990-1992), შს მინისტრი (1992), საქართველოს შსს უმაღლესი სკოლის უფროსი (1993-1994), საქართველოს პარლამენტის წევრი, დაჯილდოებულია 2 ორდენით და 5 მედლით.