პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ უკრაინული საიტის Страна.ua-ს მიერ ჩანაწერების გამოქვეყნება სააკაშვილის მიმართ არსებული ”მძიმე ბრალდებებიდან” ყურადღების გადატანას ემსახურება. ვოლსკიმ ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში გამოქვეყნებული ჩანაწერები ”მოდელირებულ ქრონიკას” შეადარა.
”როგორც კი თემა წამოიწევს სააკაშვილთან მიმართებაში, იმ წუთში გამოჩნდება რესურსი მოდელირებული ქრონიკის, რომელიც რაღაც მაშველი რგოლივით გადმოვარდება ხოლმე რუსეთის მხრიდან. რაც შეეხება თავად სააკაშვილს, პიჯაკების თუ კოსტუმების საქმით წოდებული თემა, არის მოგონილი. რეალობაში, ჩვენ საქმე გვაქვს სერიოზულ ბრალდებებზე მის მიმართ. როგორც კი დაიწყო ბრალდებებზე სერიოზულად ლაპარაკი, უცებ გამოჩნდა საიტი, რომელიც ცდილობს ყურადღება და აქცენტები სხვა თემებზე გადაიტანოს. ჩვენ გვაქვს საუბარი თანხების სერიოზულ გაფლანგვაზე, გირგვლიანის თემაზე, ვალერი გელაშვილის ცემის თემაზე, „იმედის“ დარბევაზე, რაზედაც გამოძიებას აქვს სერიოზული არგუმენტები და ამ გამოძიებაზე ითხოვს პასუხებს სააკაშვილისგან”, - განაცხადა ვოლსკიმ.