თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება გრძელდება

თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება გრძელდება

საბურთალოს რაიონში თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება გრძელდება.

პროექტის ფარგლებში, მრავალბინიან კორპუსებში,  სხვადასხვა სახის სამუშაოები 111  მისამართზე მიმდინარეობს.

4 მისამართზე ავარიული კორპუსების გამაგრება, 19 მისამართზე ქანობიანი და ბრტყელი სახურავების შეკეთება, 39  მისამართზე ლიფტების რეაბილიტაცია, 8 ობიექტზე სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია, 21 მისამართზე წყალ-კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოები, 9 ობიექტზე წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია და სხვა სამუშაოები  ხორციელდება.

მიმდინარე წელს, საბურთალოს რაიონში,  სხვადასხვა სახის სამუშაოები 210  მისამართზე უკვე დასრულდა.