ქართული საგამოძიებო უწყებები Страна.ua-ს მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერზე არ იწყებენ გამოძიებას, რადგან ეს ჩანაწერი არის 100%-ით ზუსტი

ქართული საგამოძიებო უწყებები Страна.ua-ს მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერზე არ იწყებენ გამოძიებას, რადგან ეს ჩანაწერი არის 100%-ით ზუსტი

ქართული საგამოძიებო უწყებები Страна.ua-ს მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერზე არ იწყებენ გამოძიებას, რადგან ეს ჩანაწერი არის 100%-ით ზუსტი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ამ ჩანაწერით დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილზე მიდის ნადირობა და არც უკრაინის და არც საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა მთავარი კონკურენტის დაშვება პოლიტიკურ სივრცეში.

”რატომ არ იწყებს გამოძიებას პროკურატურა, როდესაც ამ საგამოძიებო ორგანოს აქვს პირდაპირი ვალდებულება გამოძიების დაწყების? რაღაც შეთითხნილი დამონტაჟებული საუბრები როდესაც იდებოდა ინტერნეტში და ეხებოდა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, მასზე მომენტალურად იწყებოდა გამოძიება. რატომ არ იწყებს გამოძიებას თავად შსს, რათა შელახული პრესტიჟი აღიდგინოს? გამოძიება არ იწყება, იმიტომ რომ ეს არის 100%-ით ზუსტი ჩანაწერი, პატარა ბავშვსაც რომ მოასმენინო ისიც კი დაადასტურებს, რომ ეს ჩანაწერი არ არის ფაბრიკაცია”, - განაცხადა გოცირიძემ.