საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 16 აგვისტოს უკრაინაში დაბრუნების გეგმას გააჟღერებს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ 16 აგვისტოს, 19:30 საათზე, პირდაპირ ეთერში „უკრაინაში დაბრუნებისა და უკრაინელებისთვის უკრაინის დაბრუნების გეგმას“ გააჟღერებს.
მიხეილ სააკაშვილს სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.