გიორგი კვირიკაშვილი ფეისბუკის მის ოფიციალურ გვერდზე სოხუმში არსებული თამარის ხიდის ფოტოს აქვეყნებს

გიორგი კვირიკაშვილი ფეისბუკის მის ოფიციალურ გვერდზე სოხუმში არსებული თამარის ხიდის ფოტოს აქვეყნებს

აფხაზეთში ომის დაწყებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფეიბუქის მის ოფიციალურ გვერდზე ქართველებისა და აფხაზების შერიგების სიმბოლოდ სოხუმთან მდინარე ბესლეთზე არსებულ თამარ მეფის ხიდის ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ქართულ და აფხაზურ ენებზე შემდეგი სიტყვები წერია - „ჩვენ შევძლებთ ამ უდიდესი შეცდომის გამოსწორებას და მალე დადგება დრო, როცა დავიბრუნებთ ჩვენი აფხაზი ძმების გულებს და გავაგრძელებთ ცხოვრებას საუკუნეებგამოვლილი სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით ერთიან, ძლიერ საქართველოში“.

პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის უცხო ძალა არ უნდა იდგეს, რადგან ეს საზიანოა როგორც ქართველებისთვის, ასევე აფხაზებისთვის და ჩვენი შვილების მომავლისთვის.