ვერ წარმომიდგენია, რომ ეს საუბარი სინამდვილეში შეიძლება შემდგარიყო

ვერ წარმომიდგენია, რომ ეს საუბარი სინამდვილეში შეიძლება შემდგარიყო

ვერ წარმომიდგენია, რომ ეს საუბარი სინამდვილეში შეიძლება შემდგარიყო, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სკიპერი თამარ ჩუგოშვილი რუსი პრანკერების მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს, რომელთა მტკიცებით, საუბარი საქართველოს შს მინისტრთან გიორგი მღებრიშვილთან შედგა.

როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, განცხადება, რომელიც აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით საქართველოს შს სამინისტრომ გააკეთა, მისთვის სრულიად საკმარისია.

”ჩანაწერი მოვისმინე, მაგრამ სერიოზულად არ მომისმენია. ამ საკითხზე შსს-მ განცხადება გააკეთა. როდესაც მაღალი რანგის თანამდებობის პირები, მით უფრო როცა ასეთი სფეროების წარმომადგენლები, ერთმანეთს ეკონტაქტებიან, მათი საუბრის დაცულობა უზრუნველყოფილია. ვერ წარმომიდგენია, რომ ეს საუბარი სინამდვილეში შეიძლება შემდგარიყო”, - განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა.

Страна.ua-მ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, ცნობილი რუსი ,,პრანკერი“ ლექსუსი თითქოსდა საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს, უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხზე ესაუბრება. გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ამასთან, ის ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო, რომ მსგავსი საუბარი შედგა.