დარწმუნებული ვარ, კიმ ჩენ ინი სარაკეტო პროგრამის განვითარებას განაგრძობს

დარწმუნებული ვარ, კიმ ჩენ ინი სარაკეტო პროგრამის განვითარებას განაგრძობს

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მაიკლ პომპეო აცხადებს, რომ ფხენიანი არ აპირებს სარაკეტო პროგრამის განვითარებაზე უარის თქმას და შესაძლოა, ახალ გამოცდას ჩაატარებს. ამის შესახებ მაიკლ პომპეომ ტელეარხ Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ კიმ ჩენ ინი განაგრძობს სარაკეტო პროგრამის განვითარებას. იმის გათვალისწინებით, რომ ივლისში ორი გამოცდა განახორციელეს, არ გამიკვირდება თუ კიდევ ერთ გამოცდას ჩაატარებენ“, - აღნიშნა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა.

მისივე თქმით, მოვლენების ამგვარი განვითარება მისთვის „სიურპრიზი არ იქნება“.

გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ უნდა შეწყვიტოს მუქარები აშშ-ის მისამართით. მისი თქმით, აშშ ფხენიანის მუქარებს „ცეცხლითა და მრისხანებით უპასუხებს, რომელიც მსოფლიოს აქამდე არ უნახავს“.