როდესაც რაიმე ჩანაწერის ავთენტურობაზე ვერ ვსაუბრობთ, მას მნიშვნელობა აღარ აქვს

როდესაც რაიმე ჩანაწერის ავთენტურობაზე ვერ ვსაუბრობთ, მას მნიშვნელობა აღარ აქვს

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე "საქართველოსა და უკრაინის შს მინისტრების" საუბარზე გავრცელებულ ინფორმაციას  სერიოზულად არ მიიჩნევს.

მისივე თქმით, როდესაც რაიმე ჩანაწერის ავთენტურობაზე ვერ ვსაუბრობთ, ასეთი ჩანაწერის შინაარსს მნიშვნელობა აღარ აქვს.

"ამასთან დაკავშირებით, გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც მითითებული იყო, რომ ასეთი კავშირები ღია სატელეფონი ხაზით არ დგება და არ მიიჩნევენ სერიოზულად. მეც ვეთანხმები და გამიჭირდება სერიოზული განცხადების გაკეთება. როდესაც რაიმე ჩანაწერის ავთენტურობაზე ვერ ვსაუბრობთ, ასეთი ჩანაწერის შინაარსს მნიშვნელობა აღარ აქვს“, -განაცხადა მდინარაძემ.