საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკა სირაძე-დელონე გაძარცვეს

საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკა სირაძე-დელონე გაძარცვეს

საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკა სირაძე-დელონე გაძარცვეს. ინციდენტი პარასკევს „სტად დე ფრანსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს ელჩის მანქანა საავტომობილო ნაკადიდან გამოდიოდა, როდესაც მას სკუტერით მოძრავი ორი პირი მიუახლოვდა. მათ მანქანის ფანჯარა ჩაამტვრიეს და დიპლომატიური ჩანთა გაიტაცეს.

შემთხვევის შედეგად საქართველოს ელჩი არ დაშავებულა. მან აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება დაწერა პარიზის მე-17 რაიონის კომისარიატში.

ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის ინფორმაციით, მოგვიანებით დიპლომატიური ჩანთა ერთ-ერთ რაიონში იპოვეს.