ტრადიციულ ბრიფინგზე მაია ფანჯიკიძემ ოზურგეთში გამართული აქციის შედეგები შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს იყო ყველა დროის ყველაზე ხალხმრავალი აქცია გურიაში. „ოზურგეთის აქციაზე ყველაფერი ჩვენი სცენარით წარიმართა, წვიმამაც კი თავი შეიკავა და აქციის დასრულების შემდეგ წამოვიდა. ცაზე ცისარტყელაც იყო,“- განაცხადა ფანჯიკიძემ.
მანვე გასულ კვირას ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გამართულ სასამართლო პროცესებზე და პოლიციელის მოსყიდვის ფაქტზე ხელისუფლების მიერ „შეთითხნილ საქმეზე“ ისაუბრა.