მჯერა, რომ იურისტები, როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში სააკაშვილთან დაკავშირებით კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ

მჯერა, რომ იურისტები, როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში სააკაშვილთან დაკავშირებით კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი დღის წესრიგში არ ყოფილა.

როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა უკრაინის მთავრობის გადასაწყვეტია და არა საქართველოს მთავრობის, რადგან ის აღარ არის საქართველოს მოქალაქე.

”მე გამიჭირდება რაღაც პოლიტიკური შეფასება მივცე. უფრო მეტიც, მე ვფიქრობ, რომ ორი თეორიული შემადგენლობიდან - პოლიტიკური შემადგენელიდან, აქ წამყვანი იურიდიულია მხოლოდ და არა პოლიტიკური, რადგან ის არ წარმოადგენს რაიმე პოლიტიკურ მნიშვნელოვან საპირწონეს. მჯერა, რომ იურისტები, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში მიიღებენ სწორ და კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას”, - განაცხადა სერგეენკომ.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, დღევანელ მთავრობის სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი დღის წესრიგში არ ყოფილა. მისივე ინფორმაციით, აღნიშულ საკითხზე საუბარი არც უკრაინის პრეზიდენტის, პეტო პოროშენკოს ვიზიტისას გამართულ შეხვედრებზე ყოფილა.

”რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ შეხვედრების დროს, რომელსაც მე პირადად არ ვესწრებოდი, მაგრამ ძირითადი თემების განხილვის საქმის კურსში ვარ, სააკაშვილი საკითხის განხილვა არ ყოფილა”, - განაცხადა სერგეენკომ.