"ქათული ოცნების" წევრი დავით სონღულაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ეთიკის არანაირ ჩარჩოში ჯდება.
სონღულაშვილმა არნიშნა, რომ პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეზე შეურაცხყოფების შტურმს ახორციელებს.
"სამწუხაროდ, პრეზიდენტი უკვე პარლამენტის თავმჯდომარეზე შეურაცხყოფების შტურმს ახორციელებს თავისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან, რომელიც არა თუ პოლიტიკის რაიმე ჩარჩოში, არამედ ეთიკის არანაირ ნორმაში აღარ ჯდება. ასევე, ძალიან სამწუხაროა, რომ მათ არ ან ვერ გაიგეს პოლიტიკოსების და საჯარო მოხელეების ფუნქციების შესახებ და დიდი მონდომებით ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს ხდება საჯარო მოხელის დაკნინება. საბედნიეროდ, საჯარო მოხელეებმა საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, პრეზიდენტ მარგველაშვილის ადმინისტრაციის გარდა, კარგად იციან თავისი კომპეტენციის შესახებ და არავინ დავობს იმაზე, რომ პოლიტიკოსები და საჯარო მოხელეები ერთმანეთთან პოლიტიკურ დისკუსიაში არ შედიან", - განაცხადა სონღულაშვილმა.