ჩვენ თქვენგან ვისწავლეთ ძალა აგრესიის გარეშე, სიყვარული პირფერობის გარეშე და რწმენა ფანატიზმის გარეშე

ჩვენ თქვენგან ვისწავლეთ ძალა აგრესიის გარეშე, სიყვარული პირფერობის გარეშე და რწმენა ფანატიზმის გარეშე

ჩვენ თქვენგან ვისწავლეთ ძალა აგრესიის გარეშე, სიყვარული პირფერობის გარეშე და რწმენა ფანატიზმის გარეშე, - ამ სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს გუშინ, სნოში, სასტუმროს გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მიმართა.

„თქვენ ნამდვილად შეძელით და განამტკიცეთ ჩვენი ერი. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის მტკიცე ხელი, რომლითაც თქვენ, ქართული ეკლესიის მეშვეობით, ქართულ სახელმწიფოს განვითარებასაც განაპირობებთ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია და სახელმწიფო საქართველოში გაყოფილია, პოლიტიკურ პროცესებზე ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტის გავლენა უდავოა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.