გიგა ბოკერიას მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

გიგა ბოკერიას მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას მარჯანიშვილის მოედანზე მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

მცირე ინცინდენტი „ევროპული საქართველოს“ აქციის დასასრულს მოხდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, მოქალაქემ „ევროპული საქართველოს“ ლიდერების მისამართით შეიგინა, რასაც აქციის ერთ-ერთი მონაწილის მხრიდან საპასუხო გინება მოჰყვა. ადგილი ჰქონდა გარკვეულ სიტყვიერ შელაპარაკებას, თუმცა, პოლიცია მალევე ჩაერია და მოქალაქე ადგილიდან გაიყვანა.