თავშეკავება იმ ადამიანებს სჭირდებათ, რომლებიც 25 წლის გოგოს გაუპატიურებით ემუქრებიან

თავშეკავება იმ ადამიანებს სჭირდებათ, რომლებიც 25 წლის გოგოს გაუპატიურებით ემუქრებიან

თავშეკავება სჭირდება მათ, ვინც ძალადობას აპირებს და ძალადობას აანონსებს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პოლიტიკური გაერთიანება ”ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა საქართველოს საპატრიარქოს მოწოდებასთან დაკავშირებით განუცხადა.

”თავშეკავება იმ ადამიანებს სჭირდებათ, რომლებიც 25 წლის გოგოს გაუპატიურებით ემუქრებიან, არიან პუტინის პოლიტიკის პირდაპირი გამტარებლები და საქართველოში ძალადობის დამამკვიდრებლები. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ მათი არც პოზიცია და არც იდეოლოგია მოგვწონს, მათ ჰქონდათ საშუალება გამოეხატათ საკუთარი აზრი, ჰქონდათ აქცია და ეს იქ არ გაგვიპროტესტებია, რადგან ყველას, ვეთანხმებით თუ არა, აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ გავმართავთ მრავალათასიან აქციას, რასაც ვგეგმავდით. აქცია არის მშვიდობიანი და არაფერს ზედმეტს არ ვგეგმავთ. ამიტომ ძალადობისგან თავშეკავება იმ ადამიანებს მოუწვთ, ვინც ამას გეგმავს”, - განუცხადა ინტერპრესნიუსს” სერგო რატიანმა.

საქართველოს საპატრიარქო ”ქართული მარშის“ და ”ევროპული საქართველოს“ ხელმძღვანელებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ დაგეგმილი აქციისაგან.