გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს

გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს

გაეროს უშიშროების საბჭო ხვალ საგანგებო სხდომას გამართავს, რომელიც იერუსალიმში ტაძრის მთის ირგვლივ შექმნილ მდგომარეობას შეეხება. „ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

სხდომის მოწვევის წინადადება შვედეთს, საფრანგეთსა და ეგვიპტეს ეკუთვნით. უშიშროების საბჭოს წევრებმა უსწრაფესად უნდა გამართონ სხდომა იმის შესახებ, თუ როგორ და რა საშუალებით დაუჭირონ მხარი დეესკალაციას. ამის შესახებ გაეროში შვედეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კარლ სკაუმ განაცხადა.

ისრაელსა და პალესტინას შორის ტაძრის მთის ირგვლივ კონფლიქტი 21 ივლისს მკვეთრად გაუარესდა, რამაც მსხვერპლი გამოიწვია. 24 საათის განმავლობაში 6 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა. პროტესტი წარმოიშვა მას შემდეგ, რაც ისრაელმა უარი განაცხადა ტაძრის მთაზე მეტალოდეტექტორები აეღო.

ისრაელის ხელისუფლებამ 16 ივლისს მეტალოდეტექტორები დააყენა მას შემდეგ, რაც სამი არაბი იერუსალიმის ძველ ქალაქში სამ პოლიციელს დაესხა თავს.

21 ივლისს პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ პალესტინა ისრაელთან ყველა კონტაქტს ყინავს. მისი თქმით, გადაწყვეტილება ძალაში რჩება მანამდე, ვიდრე ისრაელი უსაფრთხოების ზომებს არ მოხსნის, რომელიც იერუსალიმში ტაძრის მთაზეა მღებული.