მამუკა მდინარაძე: მზად ვართ ვაწარმოოთ დიალოგი ოპოზიციასთან

მამუკა მდინარაძე: მზად ვართ ვაწარმოოთ დიალოგი ოპოზიციასთან

ულტიმატუმები და პირობები მაშინ არ წაგვიყენებია ოპოზიციისათვის, როდესაც მათი წინადადებების დიდი ნაწილი გავიზიარეთ კომისიის მუშაობისას, არც მაშინ როდესაც ახალ პროექტში ჩავწერეთ რომ 2020 წლისათვის ბარიერი 3%-მდე იწეოდა.

მიუხედავად ამისა, კვლავაც მზად ვართ ვაწარმოოთ დიალოგი ოპოზიციასთან და მათი მხრიდან ნებისმიერი რაციონალური წინადადების დაყენების შემთხვევაში ვიფიქროთ შესაბამისი იურიდიული გადაწყვეტილების მექანიზმებზეც.

იმედი გვაქვს დიალოგისას, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება, მივიღებთ პასუხს მთავარ კითხვაზე - რა შემთხვევაში დაუჭერს მხარს ქართული ოპოზიცია კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს. ასევე ვიმედოვნებთ, რომ ამ კითხვაზე პასუხი იქნება ისეთი, რომელიც კიდევ უფრო ღრმად არ შეიყვანს ჩიხში მათ პოზიციას და მოემსახურება კონსესუსის მიღწევას.