წმინდა სამართლებრივი პროცესია, როცა ადამიანების თანამდებობებიდან დროებითი გადადგომა ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებაში, ან გამოძიების პროცესში ვინმეს არ გაუჩნდეს ეჭვი, - ასე ეხმაურება თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმის გამო შსს-ს მაღალჩინოსნების გადადგომას.
სესიაშვილი მიიჩნევს, რომ არასწორი აღქმა აქვთ გარკვეულ პოლიტიკოსებს, რომლებიც აფასებენ ამ პროცესს.
”ეს არის წმინდა სამართლებრივი პროცესი, როცა იმ
ადამიანების თანამდებობებიდან დროებითი გადადგომა ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებაში, ან გამოძიების პროცესში ვინმეს ეჭვი არ გაუჩნდეს, რომ მათ ზემოქმედება არ მოახდინონ. ეს არის შსს-დან, პროკურატურიდან, საგამოძიებო უწყებებიდან დასტური იმისა, რომ ჩვენ მაქსიმალურად გახსნილი ვართ, რომ გამოძიებას რაიმე ტიპის ხელის შეშლა არ ჰქონდეს და არც კი გაუჩნდეს ეჭვი, რომ რაიმე სახის ზეწოლა შეიძლება მოახდინონ ამ თანამდებობის პირებმა", - განაცხადა სესიაშვილმა.