პირველ რიგში მინდა ვამხილო ის უსინდისო, უსამართლო და სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სასამართლო სხდომები არის დახურული, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ ჟურნალისტებს ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკითხვამდე განუცხადა.
მეუფე პეტრე თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ მივიდა. როგორც მან აღნიშნა, ის სასამართლო პროცესზე მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების თაობაზე დაიკითხება.
”მე პირველად დავიკითხე ჩემს მიერ სატელევიზიო ეთერებიდან გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე და მზად ვარ, სასამართლოს წინაშეც იგივე გავიმეორო. მზად ვარ, იგივე დავადასტურო, რასაც ვამბობდი ტელევიზიის საშუალებით”, - განაცხადა მეუფე პეტრემ.
კითხვაზე, შეეძლო თუ არა პატრიარქის მდივან-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს დეკანოზ გიორგი მამალაძის კარიერულ წინსვლაში ხელის შეშლა, მეუფე პეტრემ აღნიშნა, რომ ეს არის ცინიზმი.