ბრიფინგზე საუბარი იქნება 2016 წელს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ოქროსმწარმოებელი კომპანია ‘არემჯი გოლდის“ ინსპექტირების შედეგებზე. რომლის მიხედვითაც ბოლნისის რაიონში გარემოზე მიყენებული ზიანი სავარაუდოდ რამდენიმე ასეულ მილიონ ლარს აჭარბებს
საყდრისის კომიტეტში აცხადებენ რომ კომპანია „არემჯი გოლდი“ არ ემორჩილება საჯარიმო სანქციებს და კვლავაც აგრძელებს დანაშაულებრივ საქმიანობას. რაშიც ხელს უწყობს გარემოს დაცვის სამინისტრო თავისი ე.წ. შემრიგებლური პოლიტიკით. კერძოდ გარემოს დაცვის სამინიტრო დღემდე არ ასაჯაროვებს, როგორც ზემოდხსენებულ ინსპექტირების დასკვნას ისე დასკვნის შედეგად სახელწმწიფოსთვის მიყენებული ზარალის ზუსტ ოდენობას. თავის მხრივ კომპანიის მესაკუთრე რუსი მილიარდელი დიმიტრი ტროიცკი კი ისევ „ძველი მეთოდებით“ ცდილობს არსებული პრობლემიდან თავის დაძვრენას ამ პროცესში კი სხვადახვა დროს აქტიურად იყვვნენ ჩართულები ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები მათ შორის სავარაუდოდ პარლამენტის გარემოს და ბუნებრივი დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი კახა კუჭავაც, რომლის ოჯახის წევრი და უახლოესი გარემოცვა ‘არემ ჯი გოლდის“ შვილობილ კომპანიებში დღემდე საკვანძო თანამდებობებს იკავებენ.