მიწისძვრის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ცხელ ხაზზე შემოსული იყო ზარები, ძირითადად შიშის მომენტი ჰქონდათ

მიწისძვრის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ცხელ ხაზზე შემოსული იყო ზარები, ძირითადად შიშის მომენტი ჰქონდათ

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან, - ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა, ირაკლი კოპლატაძემ განაცხადა.

ელჩის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებისგან, რომლებიც ბოდრუმში ისვენებდნენ ცხელ ხაზზე რამდენიმე ზარი შევიდა, თუმცა დაშავების ან რაიმე პრობლემის შესახებ მათ არ მიუმართავთ.

”მიწისძვრის ეპიცენტრი იყო საბერძნეთის მხარეს, ეგეოსის ზღვაზე და თურქეთში, კერძოდ ბოდრუმში, საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა 6,3 ბალი დაფიქსირდა. თურქეთში დაზიანებულია ძველი შენობები და რაც მთავარია მსხვერპლი არ არის. სულ 90 ადამიანია დაშავებული. შეინიშნებოდა შიში და პანიკური მდგომარეობა. ღამის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ვინც იქ ისვენებს, ცხელ ხაზზე იყო შემოსული ზარები და ძირითადად შიშის მომენტი ჰქონდათ. საქართველოს მოქალაქეები მისწისძვრის შედეგად არ დაშავებულან”, - განაცხადა ირაკლი კოპლატაძემ.