ადიგენში სტადიონზე სპორტული ინვენტარის მოწყობა

ადიგენში სტადიონზე სპორტული ინვენტარის მოწყობა

ადიგენის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ადიგენის კომპლექსური სასპორტო სკოლის, ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს სპორტული ინვენტარის მოწყობა, სადაც ახალგაზრდებს ფიზიკური მომზადების შესაძლებლობა ექნებათ.

პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით კეთდება და მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და პოპულარიზაციას.

მიმდინარე სამუშაოებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე პირადად გაეცნო.