ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარას ადმინისტრაციულ შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარას ადმინისტრაციულ შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

დასრულდა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარას ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია, პროექტის ფარგლებში მთლიანად განახლდა შენობის სახურავი, ახლით შეიცვალა არსებული კარ-ფანჯარა,გარე ფასადს ჩაუტარდა გალესვითი სამუშაოები,შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო 120 მეტრი გრძივი ღობე.რეაბილიტაციისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 31 624 ლარი გამოიყო, რომელიც მიმდინარე წლის 5 მაისს დაიწყო და 9 ივლისს დასრულდა.

განხორციელებული სამუშაოები ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილზე მოინახულეს.