შს მინისტრის პირველი მოადგილის ბესიკ ამირანაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება აფგან მუხტარლის საქმეს უკავშირდება?

შს მინისტრის პირველი მოადგილის ბესიკ ამირანაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება აფგან მუხტარლის საქმეს უკავშირდება?

შს მინისტრის პირველი მოადგილის ბესიკ ამირანაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება  აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმეს უკავშირდება. 

ამის შესახებ საზოგადოებრივისთვის დღეს გახდა ცნობილი. 

ოფიციალური განცხადება ამირანაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მიმდინარე წლის 9 ივნისს გაკეთდა. 
როგორც მაშინ ოფიციალურად ითქვა, ბესიკ ამირანაშვილი, რომელიც კრიმინალური პოლიციის კურატორის პოზიციას იკავებდა, კადრების განკარგულებაში გადავიდა.

9 ივნისს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ კრიმინალური პოლიციის კურატრორობას თავად შეითავსებდა. შს მინისტრს ამირანაშვილთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების სხვა მიზეზზე მაშინ არ უსაუბრია. 

ამასთან, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით, ორმა მაღალჩინოსანმა თანამდებობა დღეს დატოვა. 

მინისტრის თქმით, გამოძიების დასრულებამდე, თანამდებობები დატოვეს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, დავით ნიკოლეიშვილმა და სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ოთარ კუპრაშვილმა.