ადიგენში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები

ადიგენში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები

აქტიურად მიმდინარეობს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალის ამბულატორიისა და სოფელ ვარხანის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია.

ამბულატორიის რეაბილიტაციისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6281 ლარი გამოიყო ,რომელიც მიმდინარე წლის 7 ივლისს დაიწყო და 8 აგვისტოს დასრულდება, ხოლო საბავშვო ბაღიის რეაბილიტაციისათვის ბიუჯეტიდან 15 262 ლარია გამოყოფილი,რომელიც 4 ივლისს დაიწყო და 1 აგვისტოს დასრულდება.

მიმდინარე სამუშაო პროცესი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილზე მოინახულეს.