ადიგენში„ახალგაზრდული ცენტრის“ პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა

ადიგენში„ახალგაზრდული ცენტრის“ პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა

ადიგენის ახალგაზრდული ცენრტრი ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით და World Vision საქართველოს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით (ინვენტარით უზრუნველყოფა) 2015 წელს შეიქმნა. პროგრამული საქმიანობა ახალგაზრდების განვითარებისათვის დაიწყო 2016 წლის დეკემბრიდან მშვიდობის კორპუსის, რაიან ნაკაოს ინიციატივით, რომელსაც პროექტი მშვიდობის კორპუსმა დაუფინანსა.

პროექტი მიზნად ისახავდა სასიცოცხლო უნარ-ჩვევების განვითარებას ადიგენის ახალგაზრდებს შორის და მათი მონაწილეობის ზრდას საზოგადოების განვითარებაში. 2016 წლის დეკემბერიდან 2017 წლის ივლისის ჩათვლით ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა 80 აქტივობა, მათ შორის, სემინარები სხვდასხვა თემაზე, სპორტული და სამაგიდო თამაშები, ინგლისური ენის გაკვეთილები არაფორმალური განათლების მეთოდებით. ადიგენის 80-მა ახალგაზრდამ მონაწილეობა მიიღო ზემოთ ჩამოთვლილ ღონისძიებებში. ახალგაზრდულ ცენტრში ასევე ჩატარდა რამდენიმე მოკლე-ვადიანი პროექტი, რომლებსაც ახალგაზრდები თვითონ გეგმავნენ და ახორციელბდნენ. ამ ღონისძიებებში კი 200-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებას დღეს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე და World Vision საქართველოს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.