პრეზიდენტი განცხადების გაკეთებას გეგმავს

პრეზიდენტი განცხადების გაკეთებას გეგმავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი განცხადების გაკეთებას გეგმავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილი განცხადებას 17:30 საათზე გააკეთებს.

ადმინისტრაციაში თემას არ აკონკრეტებენ, თუმცა პრეზიდენტი სავარაუდოდ, განცხადებას გააკეთებს იმასთან დაკავშირებით, იყენებს თუ არა ვეტოს უფლებას „თვითმმართველობის კოდექსსა“ და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან მიმართებაში.