ვიქტორ დოლიძე რუსი დეპუტატების თბილისში შესაძლო ჩამოსვლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას არარელევანტურს უწოდებს

ვიქტორ დოლიძე რუსი დეპუტატების თბილისში შესაძლო ჩამოსვლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას არარელევანტურს უწოდებს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ვიქტორ დოლიძე არარელევანტურს უწოდებს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატთა დელეგაციის თბილისში შესაძლო ჩამოსვლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას.

როგორც დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საპარლამენტო ფრაქცია ”პატრიორთა ალიანსის” წევრები მოსკოვში საკუთარი ინიციატივით ჩავიდნენ, მათ პირადად დაპატიჟეს რუსი დეპუტატები საქართველოში და ამ ვიზიტს არავითარი კავშირი ხელისუფლებასთან არ აქვს.

ამასთან, დოლიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში მოქმედებს ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი”, ვითარება არის რთული და არასასურველი, რაც გამოწვეულია არა ქართული მხარის, არამედ ოკუპანტის მხრიდან.

”ვიზიტი, დიალოგი მომზადებული უნდა იყოს და ის შედეგსა და მომავალზე უნდა იყოს დაფუძნებული. სამწუხაროდ, ვერავითარ შესაძლო შედეგს ვერ ვხედავ”, - განუცხადა ჟურნალისტებს ვიქტორ დოლიძემ.

დოლიძე ამ წუთებში პარლამენტში იმყოფება, სადაც საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ექვსთვიანი მუშაობის ანგარიშს წარადგენს.

რუსული მედიის ცნობით, საპარლამენტო ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” მოწვევით საქართველოში ჩამოსვლას რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატთა დელეგაცია გეგმავს.