მე გია კორკოტაშვილის პატრიოტიზმში ეჭვი არ მეპარება

მე გია კორკოტაშვილის პატრიოტიზმში ეჭვი არ მეპარება

მე გიას პატრიოტიზმში, მის პატრიოტულ სულისკვეთებაში ეჭვი ნამდვილად არ მეპარება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ ე.წ. ქართველთა მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გია კორკოტაშვილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

რაც შეეხება დაწყებულ გამოძიებას, ეკა ბესელიას განცხადებით, არც ერთ პოლიტიკოსს არ აქვს უფლება გავლენა მოხდინოს გამოძიების მიმდინარეობაზე.

„გამოძიების პროცესში ჩვენ არ ჩავერევით და არც ერთ პოლიტიკოსს უფლება არ აქვს გავლენა მოხდინოს გამოძიების მიმდინარეობაზე. მე გიას პატრიოტიზმში ეჭვი არ მეპარება, ნამდვილად და მის პატრიოტულ სულისკვეთებაში, ამიტომ ყოველგვარი სახელისა და გვარის გარეშე ჩვენ ამ პროცესში, რასაც გამოძიება აწარმოებს და უკავშირდება კონკრეტულ მუქარის ფაქტს, ამაზე გამოძიებამ უნდა იმუშაოს ისე, რომ ობიექტურად, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე მოხდეს ყველა მოქმედების ჩატარება. არავითარი პოლიტიკური განცხადებები არ სჭირდება ამ პროცესს", - განაცხადა ბესელიამ.