ოპოზიციასთან შეხვედრის ფორმატი დამოკიდებულია იმაზე, თვითონ ოპოზიცია რა ფორმატს გადაწყვეტს - იქნება ერთიანი შეხვედრა თუ ცალ-ცალკე

ოპოზიციასთან შეხვედრის ფორმატი დამოკიდებულია იმაზე, თვითონ ოპოზიცია რა ფორმატს გადაწყვეტს - იქნება ერთიანი შეხვედრა თუ ცალ-ცალკე

საპარლამენტო უმარავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან შეხვედრა სავარაუდოდ, მომავალ კვირას შედგება.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, შეხვედრის ფორმატი და მონაწილეთა რაოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თვითონ ოპოზიცია რა ფორმატს გადაწყვეტს - იქნება ეს ერთიანი შეხვედრა თუ ცალ-ცალკე.

„ამიტომ ჩვენ ველოდებით სწორედ ამ დეტალების დაზუსტებას. რაც შეეხება საკითხებს, ალბათ, ყველაზე გონივრული იქნება, რომ ყოველგვარი ულტიმატუმის გარეშე იყო შეხვედრის წინაპირობა ისეთი, რომ არ იყოს რაღაც კონკრეტული დათქმა. სასურველია, რა თქმა უნდა, თუ იქნება საკითხთა ის წრე, რომელიც შესაძლებელია იყოს განხილული მესამე მესმენის ფარგლებში, ამიტომ ჩვენ არ და ვერც ვსაუბრობთ კონკრეტულად ჩვენი მხრიდან რაიმე შეთავაზებაზე. ჯერ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს შეხვედრა შედგეს იმისთვის, რომ დავინახოთ, რამდენად შესაძლებელია ამ დარჩენილ ეტაპზე საკითხებთან დაკავშირებით პოზიციების დაახლოება", - განაცხადა ბესელიამ.