მე და მელანია ჩვენი აზრებითა და ლოცვებით ჯონ მაკკეინთან და მის ოჯახთან ვართ

მე და მელანია ჩვენი აზრებითა და ლოცვებით ჯონ მაკკეინთან და მის ოჯახთან ვართ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სენატორ ჯონ მაკკეინს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

„სენატორი ჯონ მაკკეინი ყოველთვის იყო მებრძოლი. მე და მელანია ჩვენი აზრებითა და ლოცვებით სენატორ მაკკეინთან და მის ოჯახთან ერთად ვართ. მალე გამოჯანმრთელდი“, - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არიზონელ სენატორ ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნე დაუდგინეს. ინფორმაცია ამის შესახებ სენატორის ოფისმა გაავრცელა და დაადასტურა მაიოს კლინიკამაც, სადაც 80 წლის სენატორი გასულ პარასკევს, მარცხენა თვალს ზემოთ გაჩენილი სისხლჩაქცევის გამო მოათავსეს.