იმედი გვაქვს, მივიღებთ პასუხს კითხვაზე - რა შემთხვევაში დაუჭერს ოპოზიცია მხარს კონსტიტუციურ ცვლილებებს

იმედი გვაქვს, მივიღებთ პასუხს კითხვაზე - რა შემთხვევაში დაუჭერს ოპოზიცია მხარს კონსტიტუციურ ცვლილებებს

მზად ვართ განვიხილოთ ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული ყველა რაციონალური წინადადება და ვიფიქროთ შეთანხმების იურიდიული გადაწყვეტის მექანიზმებზეც, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მდინარაძე იმედოვნებს, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციისგან მიიღებს პასუხს კითხვაზე - რა შემთხვევაში დაუჭერს მხარს კონსტიტუციურ ცვლილებებს.

„ჩვენ ვაცნობიერებთ კონსტიტუციასთან დაკავშირებული კონსენსუსის მნიშვნელობას. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ობიექტური დამკვირვებლის შეფასებით, სახეზე გვაქვს კონსტიტუციური ცვლილებების ძალიან კარგი ტექსტი, მზად ვართ განვიხილოთ ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული ყველა რაციონალური წინადადება და ამ შემთხვევაში ვიფიქროთ შეთანხმების იურიდიული გადაწყვეტის მექანიზმებზეც. უახლოეს პერიოდში გვექნება მათთან შეხვედრა და იმედი გვაქვს, მივიღებთ პასუხს კითხვაზე - რა შემთხვევაში დაუჭერენ ისინი მხარს კონსტიტუციურ ცვლილებებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.