გასულ წელს ტრეფიკინგის კვალიფიკაციით გამოძიება 20 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო

გასულ წელს ტრეფიკინგის კვალიფიკაციით გამოძიება 20 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო

2016 წელს ტრეფიკინგის კვალიფიკაციით გამოძიება 20 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო და 4 ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. მათ შორის, ერთ მსჯავრდებულს სასჯელის სახით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით.

ამის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს მთავარი პროკურორის დღეს წარმოდგენილ ანგარიშშია მოცემული.

"2016 წელს ტრეფიკინგის კვალიფიკაციით გამოძიება დაიწყო 20 სისხლის სამართლის საქმეზე და 4 ბრალდებულის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, მათ შორის, ერთ მსჯავრდებულს სასჯელის სახით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით.2017 წლის 6 თვის მონაცემებით, ტრეფიკინგის კვალიფიკაციით გამოძიება დაიწყო 6 სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3 ტრეფიკიორის მიმართ, ხოლო 1 ბრალდებულის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი", - არნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში განმარტავენ, რომ ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს პროკურატურის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას. როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 30 ივნისს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც აფასებს სახელმწიფოებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გატარებული ღონისძიებებით, საქართველო არის შეფასების უმაღლეს - პირველ კალათაში. დადებითი შეფასების ერთ-ერთი საფუძველია ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სამართალდამცავი ორგანოების ეფექტური და კოორდინირებული საქმიანობა.

დღეს, საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს 2016 წლის ბოლოს და 2017 წლის პირველ ექვს თვეში განხორციელებული პროკურატურის სისტემის განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების შესახებ წარუდგინა ანგარიში.