ვფიქრობ, პრეზიდენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს თავისი მოხელის გადაცდომის გამო. ალბათ, ოპოზიციურ ფრთაზე მიკერძოებული უნდა იყო, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებებში პარტიული დავალებები ამოიკითხო. ეს უკვე ინტერპრეტირების აქამდე ცნობილ ფარგლებსაც კი სცილდება. გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელის ეს განცხადება შეურაცხყოფას აყენებს, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე, მთლიანად დიპლომატიურ კორპუსს, რომელსაც პრეზიდენტის მხარე პარტიულ აქტივად მოიხსენიებს. სწორედ ამის გამო, წესით, პრეზიდენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს თავისი მოხელის გადაცდომის გამო, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარე და დიპლომატიური კორპუსი შეურაცხყო.