დავით სერგეენკოს განცხადებით, უმუშევრობის კომპენსაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების დღეს მიღების მზაობა არც ერთ მხარეს არ აქვს

დავით სერგეენკოს განცხადებით, უმუშევრობის კომპენსაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების დღეს მიღების მზაობა არც ერთ მხარეს არ აქვს

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, უმუშევრობის კომპენსაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების დღეს მიღების მზაობა არც ერთ მხარეს არ აქვს.

როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობს.

”უმუშევრობის დახმარება, კომპენსაცია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი კარგად შესწავლილი გამოცდილება არის. ზოგ ქვეყანას ეს მიღებული აქვს და ზოგს არ აქვს მიღებული. ეს არ არის კავშირში უმუშევრობის დონესთან, ან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან. ყველა ქვეყანა იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მისი განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი იმ ეტაპზე. რა თქმა უნდა, კონსულტაციები ამაზე სულ არის, მაგრამ მზაობა, რომ დღეს ეს გადაწყვეტილება მივიღოთ, არც ერთ მხარეს არ აქვს”, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.