სააკაშვილი ჩემთვის არის ერთ-ერთი ძებნილი და მისი ექსტრადიცია პრეზიდენტების და პრემიერების სალაპარაკო თემა არ უნდა იყოს

სააკაშვილი ჩემთვის არის ერთ-ერთი ძებნილი და მისი ექსტრადიცია პრეზიდენტების და პრემიერების სალაპარაკო თემა არ უნდა იყოს

სააკაშვილის ექსტრადიციის თემა პრეზიდენტების და პრემიერ-მინისტრების სალაპარაკო თემა არ უნდა იყოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, არ ჰგონია, რომ ერთი ძებნილი პირის გამო მინისტრები ან სახელმწიფო უწყებების მნიშვნელოვანი რესურსები უნდა გამოვიყენოთ.

"ჩემთვის ის არის ერთ-ერთი ძებნილი, რომელზეც სასამართლოს მხრიდან განჩინება გამოტანილია. ამიტომ, სტანდარტულად ამას სამართალდამცავები მიყვებიან და ეს არ უნდა იყოს პრეზიდენტების და პრემიერ-მინისტრების სალაპარაკო თემა",- განაცხადა სესიაშვილმა.