კახა ბექაური: ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე  ფასები მაღალია ხარისხი კი დაბალი

კახა ბექაური: ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე ფასები მაღალია ხარისხი კი დაბალი

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია  ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე რეგულაციების კუთხით  ფუნდამენტურ ცვლილებებს გაატარებს.  ამის შესახებ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აცხადებს. მისი თქმით აღნიშნულ ბაზარზე სიტუციის გაუმჯობესება კომისისი პრიორიტეტია, ვინაიდან დღეს ბაზარზე  ფასები მაღალია ხარისხი კი დაბალი.

„ფუნდამენტური ცვლილება მოხდება ფიქისრებული ინტერნეტის ბაზარზე რეგულაციების კუთხით, არაერთხელ მითქვამს მედიასთნა რომ მთავარი  პრიორიტეტი იქნება ფიქსიებული ინტერნეტის ბაზარზე სიტუაციის გაჯანსაღება.  დღეს ძალიან ცუდი მდგომარეობაა  ვიანიდან ამ ბაზარზე ფასები მაღალია,  ხარისხი კი დაბალი, ეს წლების განმავლობაში დაგროვებული მიზეზებბითაა გამოწვეული,   რომელსაც ერთ თვეში ვერ გამოვასწორებთ, მაგრამ  პირბას გაძლევთ რომ ძალიან სწრაფად კომისია  აქტიურ   და ეფექტურ ქმედებებს განახორციელებს,  როგორც საკანონმდებლო ინიციატივების კუთხით ასევე  ნორმატიული  აქტების მოწესრიგებისა და გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით. რაც საბოლოო  ჯამში  მთლიანად შეცვლის სურათს და ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

კომუნიკაცციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ აღნიშნული შედეგის მისაღწევად  რამდენიმე ფუნდამენტური საკითხის გადაწყვეტაა საჭირო, რომელზეც კომისია უკვე მუშაობს უცხოელ ექსპერთებთან ერთად.