„საკონსტიტუციო ცვლილებები არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც ამჟამად საქართველოსპარლამენტის ინიციატივით ხორციელდება და მისი მთავარი მიზანია, საქართველოში დემოკრატიული განვითარებისპროცესის გაგრძელების უზრუნველყოფა და შესაბამისი კონსტიტუციური გარანტიების შექმნა“,- ამის შესახებსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურიწარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაზე - „ამბასადორიალი 2017 - შედეგზე ორიენტირებულიდიპლომატია ტურბულენტურ გარემოში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ „ამბასადორიალი 2017“ - ის პანელში - „დემოკრატიული განვითარება“ მიიღო მონაწილეობადა საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობის პროცესის, ასევე, დოკუმენტის შინაარსის შესახებ ისაუბრა.
ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ სრულფასოვანიინფორმაცია ჰქონდეთ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომკომისია ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე შეიქმნა და მისი 73 წევრიდან, მუშაობაში მონაწილეობა მხოლოდ სამმაწევრმა - პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა არ მიიღეს.
„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა არმონაწილეობა კომისიისმუშაობაში აბსოლუტურად დაუსაბუთებელი იყო. მიზეზი ის იყო,რომ არ დავეთანხმეთ პრეზიდენტის მიერშემოთავაზებულ ფორმატს, რომლის მიხედვით, კომისიას სამი თანახელმძღვანელი უნდა ჰყოლოდა. ეს რეალურად საპრეზიდენტო ფორმატის შემოთავაზებას ნიშნავდა. ამის სანაცვლოდ, საზოგადოებას შევთავაზეთ საპარლამენტოფორმატი და ამას ჰქონდა ძალიან მყარი საფუძველი, რომელიც პირველ რიგში, კონსტიტუციაში მდგომარეობდა. ერთადერთი ორგანო, რომლის წიაღიდანაც შეიძლება მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება, არისსაქართველოს პარლამენტი. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო ფორმატს ალტერნატივა არ ჰქონდა“,- განაცხადა ირაკლიკობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოთხი თვე საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადებისთვის ოპტიმალურიპერიოდი იყო, რაც დადასტურდა კიდეც. მისივე განცხადებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში ყველასაკითხი სათანადოდ იქნა განხილული.
საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების მიზეზზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მოქმედიკონსტიტუციის შეცვლის საჭიროება დადასტურებულია ვენეციის კომისიის 2010 წლის დასკვნაშიც.
„ ვენეციის კომისიამ 2010 წელს განაცხადა, რომ დღეს მოქმედი დოკუმენტი უხეშად ეწინააღმდეგება კონსტიტუციურისამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და განსაკუთრებით, ხელისუფლების დანაწილების პრინციპს.იქ, სადაცდარღვეულია ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, ბუნებრივია, წარმოიშობა სერიოზული საფრთხეები. დღეს, პრაქტიკაში არ წარმოიშობა ეს საფრთხეები კონკრეტული ინდივიდებიდან გამომდინარე, როდესაც მათ არ აქვთნეგატიური პოლიტიკური მიდრეკილებები, თუმცა, სხვა ინდივიდების პირობებში, ასეთი საფრთხეები შეიძლებაწარმოიშვას და ჩვენ ბუნებრივია, ვერც ხუთწლიან და ვერც ათწლიან პერსპექტივაში ვერ განვიხილავთკონსტიტუციას.კონსტიტუცია არის ის დოკუმენტი, რომელიც, შეიძლება, ათწლეულების განმავლობაში უცვლელადმოქმედებდეს“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას საქართველოს პარლამენტმა ორი ფუნდამენტური ამოცანა დაუსახა: კონსტიტუციის სამართლებრივ პრინციპებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და დაუხვეწავი საპარლამენტომმართველობის სიტემის გარდაქმნა დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემად.
„პირველ რიგში, ჩვენი ფუნდამენტური ამოცანა იყო კონსტიტუციის სამართლებრივ პრინციპებთან შესაბამისობისუზრუნველყოფა. რაც შეეხება, მეორე ამოცანას-დღეს საქართველოში მოქმედებს ძალიან დაუხვეწავი საპარლამენტომმართველობის სისტემა. არ არის დაცული ხელისუფლების დანაწილების პრინციპი. მაგალითად, საქართველოსპარლამენტი არის ძალიან სუსტად წარმოდგენილი ამ სისტემაში და გარდა ამისა, ძალიან ბუნდოვნად არის გამიჯნულიკომპეტენციები ძირითად კონსტიტუციურ ორგანოებს შორის, განსაკუთრებით, საქართველოს პრეზიდენტსა დასაქართველოს მთავრობას შორის. ამ ბუნდოვანებას სჭირდება გასწორება და ხელისუფლების დანაწილების პრინციპსესაჭიროება დაცვა. საჭიროა დღევანდელი დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის სისტემის გარდაქმნა დახვეწილსაპარლამენტო მმართველობის სისტემად. ეს იყო მეორე ფუნდამენტური ამოცანა, რომელიც დასახული იყო კომისიისწინაშე და სწორედ ამ ორი ფუნდამენტური ამოცანის შესაბამისად იმოქმედა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესი მაქსიმალურადინკლუზიური იყო და“ იმ ინიციატივების 80 % რომელიც საბოლოო ჯამში აისახა საკონსტიტუციო ცვლილებებისპროცესში, მოდიოდა სწორედ ოპოზიციური პარტიების, ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.“
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებში არ არის არცერთინორმა, რომლის მიხედვითაც, მმართველ პარტიას უპირატესობა ენიჭება.
„ვერავინ ვერ დაასახელებს ვერცერთ ნორმას საკონსტიტუციო ცვლილებებში, რომლითაც მმართველი პარტია იქმნისუპირატესობას მოქმედ კონსტიტუციასთან შედარებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსი და ძირითადი არგუმენტებიდეტალურად გააცნო.
პანელურ დისკუსიაში, რომელსაც მოდერირებას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უწევდა, ირაკლი კობახიძესთან ერთად, მონაწილეობა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიიღო.
მონაწილეებმა მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და საკონსტიტუციო ცვლილებებისპროცესი განიხილეს. საუბარი, ასევე, შეეხო სასამართლო რეფორმა, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები, „ღიამმართველობის პარტნიორობის“ ( OGP) საქართველოს თავმჯდომარეობა და პრიორიტეტებს.