ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენმა, დონალდ ტრამპმა ამერიკული მედია იმ ინფორმაციის გამო გააკრიტიკა, რომლის მიხედვით, „დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის მეორე საიდუმლო შეხვედრას ჰქონდა ადგილი.
„ყალბი სიახლეების მედია „დიდი ოცეულის“ სამიტზე პუტინთან საიდუმლო შეხვედრაზე წერს. ეს ავადმყოფობაა. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ვახშამზე ყველა ლიდერი დაპატიჟა. პრესამ ეს იცოდა. ყალბი სიახლეების მედია სულ უფრო და უფრო უნამუსო ხდება“, - დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.
ტრამპსა და პუტინს შორის სრულფასოვანი მეორე შეხვედრის „დიდი ოცეულის“ სამიტზე ადგილი არ ჰქონია.
„დიდი ოცეულის“ სამიტზე ტრამპსა და პუტინს შორის სრულფასოვანი მეორე შეხვედრა არც თეთრ სახლში დაადასტურეს.
„პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ პუტინს შორის მეორე შეხვედრა არ შემდგარა. ვახშმის ბოლოს ორი ქვეყნის ლიდერს შორის მოკლე საუბარს ჰქონდა ადგილი. მედიის მცდელობა, ადმინისტრაცია დაადანაშაულოს მეორე შეხვედრის მიმალვის მცდელობაში, სიცრუე და აბსურდია“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.