საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნენ

საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნენ

საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები სოფელ ოძისთან, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ. პეტრო პოროშენკოს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტმა და სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მიაწოდა.

უკრაინის პრეზიდენი ოკუპირებულ რეგიონში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობით დაინტერესდა, მათ შორის, ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის განათლებისა და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობით.

პეტრო პოროშენკომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებული მდგომარეობა დონბასში არსებულ ვითარებას შეადარა.

დღესვე, პეტრო პოროშენკო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისს და ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს დაათვალიერებს.