მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხს აქვს სამართლებრივი განზომილება და შესაბამისად, მიმდინარეობს პროცესები

მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხს აქვს სამართლებრივი განზომილება და შესაბამისად, მიმდინარეობს პროცესები

ამ საკითხს აქვს სამართლებრივი განზომილება და შესაბამისად,  პროცესები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„როგორც ცნობილია, დაზუსტდა ამ კითხვაზე პასუხი, ისევ უკრაინის პრეზიდენტის მიერ, და გაირკვა, რომ საქართველოს მხრიდან მიმდინარეობს და უკრაინასა და საქართველოს შორის არსებობს სამართლებრივი პროცესი ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება პოლიტიკურ განხილვებს, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არც ერთ შეხვედრაზე ამ საკითხის პოლიტიკური განხილვა არ მომხდარა. ამ საკითხს აქვს სამართლებრივი განზომილება და შესაბამისად, მიმდინარეობს პროცესები", - განაცხადა ჯანელიძემ.