ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ საბერძნეთიდან საქართველოს მოქალაქეების უკან გაბრუნების რამდენიმე ათეულ შემთხვევას ჰქონდა ადგილი

ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ საბერძნეთიდან საქართველოს მოქალაქეების უკან გაბრუნების რამდენიმე ათეულ შემთხვევას ჰქონდა ადგილი

საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იოსებ ნანობაშვილის ინფორმაციით, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ საქართველოს მოქალაქეების საბერძნეთიდან უკან გაბრუნების რამდენიმე ათეულ შემთხვევას ჰქონდა ადგილი.

როგორც იოსებ ნანობაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას სრული სტატისტიკური მონაცემები არ გააჩნია, თუმცა ამის ძირითადი მიზეზი შესაბამისი საბუთების არქონა გახდა.

”მხოლოდ საერთაშორისო აეროპორტიდან ათამდე ადამიანის უკან გაბრუნება მოხდა. ძირითადი მიზეზი არის შესაბამისი საბუთების არქონა. ამასთან, ისმის პრობლემა, ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებასთან დაკავშირებით, მაგრამ საელჩოში არც ერთი წერილობითი განცხადება არ შემოსულა. ეს არის ის ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი თანამემამულეებისგან ვიგებ”, - განუცხადა ჟურნალისტებს იოსებ ნანობაშვილმა.