თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრე ზახარჩენკომ უკრაინის სახელმწიფოს არსებობის შეწყვეტა და მის ნაცვლად მალოროსიის შექმნა გამოაცხადა.
„ჩვენ მივიჩნევთ, რომ უკრაინის სახელმწიფო იმ ფორმით, რომლითაც არსებობდა, არ ექვემდებარება აღდგენას“, - განაცხადა ალექსანდრე ზახარჩენკომ.
მისი თქმით, ახალი სახელმწიფო უკრაინის მემკვიდრე იქნება.
„თვითონ სახელმა უკრაინამ თავისი თავის დისკრედიტირება მოახდინა“, - აღნიშნა მან.
როგორც თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ხელმძღვანელმა განმარტა, ახალი სახელმწიფოს დედაქალაქი დონეცკი იქნება, ხოლო კიევი კი ისტორიულ-კულტურულ ცენტრად დარჩება.