სემეკმა საქართველოს რეგიონებისთვის ახალი ტარიფები დაადგინა

სემეკმა საქართველოს რეგიონებისთვის ახალი ტარიფები დაადგინა

სემეკმა საქართველოს რეგიონებისთვის, "სოკარ ჯორჯია გაზის" და ,,საქორგაზისთვის" ახალი ტარიფები დაადგინა.

სემეკის გადაწყვეტილებით, „სოკარ ჯორჯია გაზისთვის“, რომელმაც 41 ლიცენზიანტი კომპანია გააერთიანა,სემეკმა ერთიანი ტარიფი დაადგინა და ის დღგ-ს ჩათვლით 56,940 თეთრით განისაზღვრა.

რაც შეეხება კომპანია ,,საქორგაზის" აერალს, აქაც პირველად დადგინდა ერთიანი ტარიფი და ის დღგ-ს ჩათვლით 57,011 იქნება.