ამაყი ვარ იმით, რომ მე და ბატონი გიორგი კვირიკაშვილი მეგობრები ვართ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, მათ აქვთ ძალიან დიდი ნდობა ერთმანეთის მიმართ.
ამასთან, პოროშენკომ იმედი გამოთქვა, რომ ურთიერთობების უფრო მეტი ინტენსიფიკაცია მოხდება.
პოროშენკომ მწუხარება გამოთქვა, რომ უკრაინისა და საქართველოს ლიდერებს შორის ინტენსიური მიმოსვლა არ იყო.