საქართველოს ოფიციალურად არანაირი შეტყობინება არ მიუღია იმის შესახებ, რომ აფგან მუხთარლიმ საქართველოს წინააღმდეგაც შეიტანა საჩივარი

საქართველოს ოფიციალურად არანაირი შეტყობინება არ მიუღია იმის შესახებ, რომ აფგან მუხთარლიმ საქართველოს წინააღმდეგაც შეიტანა საჩივარი

ამ მომენტისთვის, საქართველოს ოფიციალურად არანაირი შეტყობინება არ მიუღია იმის შესახებ, რომ აფგან მუხთარლიმ საქართველოს წინააღმდეგაც შეიტანა საჩივარი, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრმა მერაბ ქვარაიამ განაცხადა.

”რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მუხთარლის მხარე ითხოვდა ბაქოს რაიონული სასამართლოს 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებას და ციხიდან მის გათავისუფლებას, რაც სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა. საქმეს პრიორიტეტი აქვს მინიჭებული, რაც ნიშნავს, რომ სტრასბურგი ამ საქმეს დაჩქარებულ ვადებში განიხილავს. ამ მომენტისთვის, საქართველოს ოფიციალურად არანაირი შეტყობინება არ მიუღია იმის შესახებ, რომ აფგან მუხთარლიმ საქართველოს წინააღმდეგაც საჩივარი შეიტანა”, - აღნიშნა ქვარაიამ.